geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირაკლი გაბრიაძის საჯარო ლექცია

29 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეწვია საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი ირაკლი გაბრიაძე. მან ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და სახელმწიფოს როლი“.
ირაკლი გაბრიაძეს შეხვდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია.
საჯარო ლექცია გაიმართა ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის — „შეხვდი ინდუსტრიის ლიდერებს“ — ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით.

თარიღი: 29/10/2026